აღმაშენებლის ქუჩის #83 გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად თუშიშვილების ოჯახში ორი ქალი დაიწვა, მათ შორის ერთი 17 წლისაა.
ხანძრის შესახებ შეტყობინება 14:00 საათზე შევიდა.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით, გარდაცვლილები შესაძლოა მანამდე იყვნენ დაღუპულები.
ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ამ დროისთვის სამართალდამცველობი ორ ვერსიაზე მუშაობენ, ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა შემთხვევის ადგილზე საქმე მკვლელობას ეხებოდეს.
ხანძრის შედეგად თუშურების საცხოვრებელი სახლის 15 კვადრატული მეტრია დამწვარი.