საქართველო იუსტიციის სამინისტროს ეროვნული საარქივო ფონდში დაცული მასალები გამოაქვეყნა. არქივმა, იმ უნიკალურ მასალებზე გამოქვეყნა ინფორმაცია, რომლებსაც საისტორიო არქივში დაცული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდი აერთიანებს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ფონდის მასალებიდან ჩანს, რომ საზოგადოების დაარსებამ დიდი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში დაცულია: საზოგადოების დაარსების, დამფუძნებელთა მიერ პირველი კრების ჩატარების ოქმები; ანგარიშები, მიმოხილვები, ბიბლიოთეკების, სახალხო სკოლების, თეატრების, საქველმოქმედო საზოგადოებების გახსნისა და მათი შემდგომი საქმიანობის ამსახველი მასალები.
ეროვნული არქივი საარქივო ფონდში დაცულ მასალებს ყოველკვირეულად აქვეყნებს.