თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩის #31 საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა.
ნგრევის დროს სახლში დედა და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლი ავარიული იყო.
შემთხვევის ადგილზე ძველი თბილისის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც დაზარალებულ ოჯახს დახმარებას დაპირდნენ.