თბილისში, ზემო ფონიჭალის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.
დიდი სიჩქარით მოძრავი მიკროავრტობუსი ტრაილერს შეეჯახა, რის შემდეგაც რამდენჯერმე ამოტრიალდა.
ავარიის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.