ე.წ. კანონიერი ქურდი ანდრო თოფურია ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" რუსეთის შსს-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, 21 სექტემბერს, გვიან ღამით თოფურია საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს, რომლის გარდაცვალებაც ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღებას უკავშირდება.
როგორც ცნობილია ანდრო თოფურია, ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას მამაა.
იგი მოსკოვში 2010 წლის 3 აპრილს დააკავეს, რომელსაც სამართალდაცავებმა სამი გრამი მეტადონი აღმოუჩინეს. სასამართლომ მას 3-წლიანი პატიმრობა საერთო რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა.