დღეს, 23 სექტემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართება საერთაშორისო კონფენეცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებან სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, ასევე დონორი ოგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის მთავარი თემა იქნება "საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - თავისუფლების აღკვეთის ალტენატივა".
კონფერენციას გახსნიან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი.
საქართველოში ალტერნატიული სასჯელების გამოყენების საკითხებზე მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული დონორი ორგანიზაციები. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების ევროპული სტანდარტებისა და საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ქართველ კოლეგებს გამოცდილებას უზიარებენ საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG), ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNIREF), ციხის საერთაშორისო რეფორმის (PღI), ევროკაბშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" ექსპერტები.