გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში იმყოფება, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარების ირგვლივ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, შეამოწმა თუ არა ექიმმა კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მერკელმა უპასუხა, რომ მას ესმის დასმული შეკითხვის მნიშვნელობა, თუმცა ის თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ანგელა მერკელი გერმანიის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე შეუძლოდ გახდა და სხეულის კანკალი დაიწყო.
გასულ კვირას მერკელმა თავი შეუძლოდ ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროსაც იგრძნო. ის მოულოდნელად აკანკალდა და სხეულის კანკალის შეჩერება ხელებით რამდენჯერმე სცადა.