გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ისევ შეუძლოდ გახდა ოფიციალურ ღონისძიებაზე, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივი ბრიფინგის დროს.
როგორც უცხოური მედია წერს, მერკელს წყალი შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა.
გერმანიის მინისტრთა კაბინეტის პრესსპიკერის განცხადებით, მერკელი თავს კარგად გრძნობს და იაპონიაში "დიდი ოცეულის" G20-ის სამიტზე გასამგზავრებლად ემზადება.
გასულ კვირას მერკელმა თავი შეუძლოდ ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროსაც იგრძნო. ისმოულოდნელად აკანკალდა და ხელებით სხეულის კანკალის შეჩერება რამდენჯერმე სცადა.