მალხაზ გულაშვილის და მისი არასრულწლოვანი ვაჟის დავით გულაშვილის ადვოკატები, შალვა თადუმაძე და მზეო ანსიანი, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის პირადი თავდებობით ან გირაოთი შეცვლას მოითხოვენ. აღნიშნული შუამდგომლობით ადვოკატებმა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართეს.
ადვოკატების განცხადებით, შუამდგომლობას საფუძვლად უდევს მალხაზ და დავით გულაშვილების წერილობითი ჩვენება და თავმდები პირების ჭაბუა ამირეჯიბის, ნონა გაფრინდაშვილის, კახი კავსაძის, ლუკა კურტანიძის, ინგა გრიგოლიას, ლაშა ნადარეიშვილის, მამუკა არეშიძის, მარიამ ლორთქიფანიძისა და გოგი ქავთარაძის თანხმობის წერილები.