განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო-
საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თნამშრომლებმა დააკავეს საქართველოს
მოქალაქე მარინა კოშაძე, რომლემაც თავისივე კუთვნილი შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელით დაამზადა და გაასაღა სამი ცალი ყალბი
ანგარიშ-ფაქტურა საქონლის საერთო ღირებულებით 1მილიონ 50 000 ლარზე,
რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარინა კოშაძე მაშინ დააკავეს,
როცა მან ყალბი ფაქტურების დამზადებისათვის მოქალაქისაგან მიიღო წინასწარ
შეთანხმებული თანხის ნაწილი - 5000 ლარი.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან
შვიდ წლამდე ვადით.