თუ ძაღლი ისეთი თვალებით გიყურებთ, თითქოს რამეს გეუბნებათ ან თქვენს ყურადღებას მოითხოვს, ეს შეიძლება იყოს მათი ევოლუციის გზა თქვენს გრძნობებზე მანიპულირებისთვის. ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერების უახლეს კვლევაზე BBC-ი წერს.
ახალმა კვლევებმა უჩვენა, რომ ძაღლებმა თვალების გარშემო ისეთი ფორმის ახალი კუნთი განივითარეს, რომელიც ემოციების გამოხატვის ფორმით, პატრონებზე ემოციურ მანიპულაციას ახდენს
პატარა კუნთი, რომელითაც ძაღლი „საწყალი ბავშვის“ სახეს იღებს, ადამიანებში მყისიერ პოზიტიურ უკუკავშირს იწვევს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ძაღლები ამ ფორმით მჭიდრო ფსიქოემოციურ კონტაქტს ამყარებენ მათ პატრონებთან, რაც მათ თანაცხოვრებას ადამიანთან მეტად ამარტივებს.
„გამომხატველი წარბები“
მეცნიერები ძაღლების ამგვარ საქციელს „გამომხატველი წარბები“ უწოდეს. მათი თქმით, ცხოველები ამ ფორმით, ადამიანური კომუნიკაციის ილუზიას ქმნიან.
„როდესაც ძაღლები ამგვარად იქცევიან, ადამიანები უნებურად დახმარებისა და ზრუნვის ძლიერი იმპულსი უჩნდებათ. აშკარა მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ძაღლების მგლებისგან მოშინაურების შემდეგ, ქუთუთოს ქვეშ, მათ განუვითარდათ ახალი კუნთი, რომელიც წარბების ზემოთ აწევის საშუალებას აძლევს“,- განაცხადა კვლევის თანაავტორმა, პორტსმაუტის უნივერსიტეტის დოქტორმა ჯულიან კამინსკიმ.