დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ბათუმში "გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების" შესახებ რეგიონალური ფორუმი გაიმართა.
ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას რეგიონის და გაეროს ორგანიზაციის თანამშრომლობის ასპექტები გააცნო სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, დაცული ტერიტორიების და სხვა. ასევე აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი გამორჩეული პრიორიტეტული მიმართულებაა კარგი მმართველობის სტანდარტები, სადაც ქალთა ჩართულობა და მათი როლი გამორჩეულია.
ეს არის ნამდვილად კარგი კონტექსტი, სადაც ჩვენ როგორც გაეროს მისიასთან, ასევე სხვა მხრივაც ქალების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობების კიდევ უფრო გაძლიერების თვალსაზრისით ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს განვიხილავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ზოგადად ქალთა უფლებების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, რომლებიც წარმატებებს აღწევენ ბიზნესში, ეკონომიკაში. თქვენში კიდევ უფრო მეტად არის სამეწარმეო სულისკვეთება. ჩემთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ აჭარაში ''- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
რიგით მეორე რეგიონალური ფორუმის ორგანიზატორია ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის", აშშ-ს საელჩო საქართველოში დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) დანერგვის მიზნით, 2017 წლიდან მუშაობს კერძო კომპანიებთან და საშუალებას აძლევს მათ ხელი შეუწყონ ქალთა გაძლიერებას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე თემში და საზოგადოებაში. ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფში გაერთიანებულია სხვადასხვა ზომის 30 მდე კომპანია.
ფორუმს ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე ესწრებოდნენ.