„ღვინის სამშობლო“ – ასე საუბრობენ საქართველოზე, როგორც ღვინის უძველეს აკვანზე. 8000 წელზე დიდი ისტორიის რქაწითელის ჯიშის ყურძნის წიპწებიანი თიხის დოქების აღმონაჩენი მიუთითებს იმ დროის საქართველოში მეღვინეობის განვითარების მაღალ დონეზე. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანმა ველური ვაზი „გააკულტურულა და გააშინაურა“.