ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში თანამედროვე ევრო სტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის, პროექტის გაცნობის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მათივე ცნობით, უცხოელმა და ქართველმა სპეციალისტებმა სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობასთან უკვე გამართეს რამდენიმე საინფორმაციო სახის შეხვედრა, დეტალურად განმარტეს პროექტის მნიშვნელობა და უპასუხეს ადგილობრივებისთვის საინტერესო კითხვებს.
მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ცეცხლაურის ახალი სანიტარული ნარჩენების განთავსების ობიექტი, პირველი თანამედროვე ევრო სტანდარტების ნაგავსაყრელი იქნება საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული.
პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც მათ შორის 3 მილიონი ევრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ს მიერ იაფი სესხის ფარგლებში, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსდა.
შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია"-სა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანია „გოქსინ ინშაათ-ს„ შორის პროექტის ახალი სანიტარული ნარჩენების განЕავსების ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
ნარჩენების მართვის პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის ობიექტის და მისასვლელი გზის დამხმარე შენობა_ნაგებობების მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების დახურვას ითვალისწინებს.