ნეპალში, მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალ ევერესტზე (მეორე სახელი ჯომოლუნგმა), ზაფხულის სეზონზე, 10 ალპინისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნათქვამია, რომ დღეს ევერესტზე მთასვლელი ადამიანებიდან, კიდევ ერთი, 44 წლის ბრიტანელი რობინ ფიშერი, მყინვარიდან დაშვების დროს დაიღუპა. ეს ინფორმაცია დაადასტურა მისი ექსპედიციის ლიდერმაც.
გუშინ, 24 მაისს, ირლანდიელი მთასვლელი, კევინ ჰაინსიც ევერესტზე ასვლისას დაიღუპა.
რობინ ფიშერმა მყინვარის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, თუმცა 150 მეტრში დაშვებისას მთას მოწყდა და ჩავარდა.ექსპედიციის წევრებმა ფიშერის დახმარება სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მყინვარზე ხალხმრავლობაა, რასაც სეზონის დატვირთულობით ხსნიან. ექსპერტები აცხადებენ, რომ სეზონის ამ დროს ევერესტი მუდმივად გადატვირთულია, თუმცა ეს საფრთხეს არ წარმოადგენს.