ყაბარდო-ბალყარეთში ამ დილით უცნობმა პირებმა მილიციის თანამშრომელი მოკლეს, რომელიც მიღებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. 
"შს სამინისტროს ოპერრწმუნებული 41 წლის ზაურ მაზანოვი ამ დილით 9 მილიმეტრიანი კალიბრის იარაღიდან უცნობმა პირებმა დაცხრილეს. მილიციის მაიორი მიღებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა", _ იუწყებს რუსული მედია. 
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.