აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მართლმადიდებლებთან ერთად, სხვა ქრისტიანული კონფესიებიც ზეიმობენ.
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი, საქართველოს სახარების რწმენის (ორმოცდაათიანელები) ეკლესია და ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ აღდგომას ძველი კალენდარული სტილით აღნიშნავენ.
სააღდგომო ღვთისმსახურება ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლსიის მშვიდობის კათედრალში 23:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია ღვთისმსახურება 23:00 საათზე დაიწყებს, ევანგელური ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა“ კი ხვალ, დილის 11:00 საათზე.
ღვთისმსახურება საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირში კი 20:00 საათზე დაიწყეს.