რუსთავში 2 წლის ბავშვს საკუთარი სახლის ეზოში, ხელისგულზე გველმა უკბინა. მძიმე მდგომარეობის გამო ბავშვი კატასტროფის ცენტრის თანამშრომლებმა თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.
იაშვილის კლინიკის ექიმების განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა თავდაპირველად მძიმე იყო. ამჟამად, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.