ვირუსული დაავადებით მორიგი გარდაცვალება. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სავარაუდოდ H1N1-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ქალბატონს ფილტვების ორმხრივი ტოტალური პნევმონია, ფილტვების შეშუპება უფიქსირდებოდა და მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობისათვის, ზუგდიდში გრიპის ვირუსით გარდაცვალების უკვე მეხუთე შემთხვევაა.
ამჟამად გრიპის სიმპტომებით ზუგდიდის საავადმყოფოში 19 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა.