ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალებიდან 37 წელი გავიდა. ცნობილი ქართველი მსახიობი და სპორტული კომენტატორი ეროსი მანჯგალაძე 1982 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა. 1941 წელს თბილისის 34-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს საქართველოს რადიოკომიტეტში დიქტორად. 1947წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი პედაგოგ დ. ალექსიძის ხელმძღვანელობით. მუშაობდა კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის თეატრში. სამსახიობო კარიერა დაიწყო 1948 წელს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, კინო კარიერა — 1958 წლიდან. მეტად საინტერესო ეკრანული სახეები შექმნა მსახიობმა ქართულ კინოში: ალექსანდრე („წარსული ზაფხული“), ვარდენი („შეხვედრა წარსულთან“), მილიციის რწმუნებული („ქვევრი“), გეორქ გეორქოვი („ვერის უბნის მელოდიები“), ჩორეხი („ნატვრის ხე“), სევერიან წივწივაძე („თოჯინები იცინიან“) და სხვები. ბოლო ხუთი წელი ეროსი მანჯგალაძე შოთა რუსტაველის თეატრში მოღვაწეობასთან ერთად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ კინომსახიობთა თეატრში, სადაც რამდენიმე დასამახსევრებელი სცენური სახე შექმნა.
სახელი გაითქვა როგორც მსახიობმა, ასევე როგორც რადიოსა და ტელევიზიის დიქტორმა და კომენტატორმა. იყო ქართული სპორტული რეპორტაჟების პიონერი. დაჯილდოვებული იყო შრომის წიტელი დროშის ორდენითდა მედლებით.
მის სახელს ატარებს სპორტული სტადიონი სამტრედიაში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.