სახალხო დამცველის ინფორმაციით, 10 იანვარს აფხაზეთის, ხოლო 11 იანვარს ცხინვალის გადასასვლელებზე შეიზღუდა გადაადგილება. გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის მიმართულებით შეზღუდულია გადაადგილება ყველასთვის, გარდა პაციენტებისა, რომელთაც ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების ცნობა აქვთ სამედიცინო საჭიროებასთან დაკავშირებით, ხოლო ახალგორის მიმართულებით, გადასასვლელი სრულად ჩაკეტილია.
„უნდა აღინიშნოს, რომ გადასასვლელებით აქტიურად სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, განსაკუთრებით ყურადსაღები კი პაციენტების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მდგომარეობაა“, აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.