სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე მყოფი საქართველოს 15 მოქალაქის გათავისუფლების საქმეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის დგინდება დეტალები და დაკავებულთა ვინაობა. მისივე თქმით, ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მათთან ერთად იმყოფებიან თურქი მეზღვაურები.
"ჩვენ ამ ტერიტორიაზე საელჩოები არ გვაქვს თუმცა ახლომდებარე ქვეყნებში მყოფი დილომატიური წარმომადგელობების საშუალებით ვარკვევთ ვითარება,. ასევე დავუკავშირდით ყველა საერთაშორიოს ორგზანიზაციას და ისიბნიც საქმის კურსში არიან", _ განაცხადა კალანდაძემ და აღნიშნა, რომ ვითარება საკმაოდ რთულია.
მისივე თქმით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს თურქეთის მხარესთან "რათა ერთად შევძლოთ მეზღვაურების გათავისუფლება".
სომალელმა მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი 8 სექტებერს გაიტაცეს, რომელზეც საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება. ევროკავშირს მეთაურობით შექმნილი მეკობრეობის წინააღმდეგ ოპერაციის სარდლობის (EUNAVFOR Somalia - Operation Atalanta) საიტის ინფორმაციით, გემზე ასევე იმყოფება თურქეთის სამი მოქალაქე. გემზე თავდასხმა ადენის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გემი დადგენილი ნორმების მიხედვით სამოქალაქო ხომალდებისთვის განკუთვნილ დერეფანში მიცურავდა.
"მას შემდეგ, რაც MV OLIB G -ს მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ გემს კატარღა უახლოვდებოდა ეკიპაჟთან კავშირი დაიკარგა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შემთხვევის ადგილას გაიგზავნა ვეტრმფრენი, რომელმაც გემის ბორტზე ორი მეკობრე დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს სომალის სანაპიროებთან მეკობრეობის 139 ინცინდენტია დაფიქსირებული. 26 აგვისტოს მონაცემებით, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს 30 გემი, მათგან 17 გემი და 450 მეზღვაური ახლაც ტყვეობაში იმყოფება.