ისრაელის სამშენებლო კომპანია "აშტრომ ინტერნეიშენალმა" თელ-ავივის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და საქართველოსგან იმ გარანტიების კონფისკაციის შეჩერებას მოითხოვს, რომელიც ისრაელის მხარემ 2008 წელს სახელმწიფო ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" მისცა.
"აშტრომ ინტერნეიშენელმა" სასამართლოს წარუდგინა "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსთან" კონფლიქტის თავისი ვერსია, სადაც აღნიშნულია, რომ სამცხე-ჯავახეთში სამუშაოების დაწყების შემდეგ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი საპროექტო ნახაზები და განგარიშებები შესრულებული იყო "დაბალ დონეზე" და შეიცავდა მრავალ უზუსტობას.
ძირითადი პრობლემა ეხებოდა, ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთს, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ მთლიან ადგილას უნდა გაეყვანათ.
ისრაელის მხარის განცხადებით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ფონდმა უარი განაცხადა გადაეხედა საპროექტო გაანგარიშებებისათვის. პარალელურად ქართულმა მხარემ კომპანიას აღნიშნულ პროექტში წილი 65 მლნ. აშშ დოლარიდან 45 მლნ აშშ დოლარამდე შეუმცირა.
კომპანიის წარმომადგენელთა მტკიცებით, ფონდის ხელმძღვანელობის ქმედებები ძალისმეირი და მუქარის შემცვლელი იყო. კონფლიქტის მიზეზად კომპანია თავისი წილის სხვისთვის გადაცემის სურვილს უკავშირებს.
13 აგვისტოს კი ფონდმა "აშტრომს" კონტრაქტის ანულირების შესახებ ოფიციალურად განუცხადა და "ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ კომპანიამ დაკვეთა 90 %-ით უკვე შეასრულა, რომლის ღირებულებამაც 40 მლნ. დოლარი შეადგინა", _ აცხადებენ კომპანიაში და განმარტავენ რომ აღნისნულის მიუხედავად "აშტრომმა" შესრულებული სამუშაოებისათვის გაწეული თანხიდან საქართველოს მთავრობისგან მხოლოდ 85 %-ი - 37,5 მლნ. აშშ დოლარი მიიღო.
"ათასწლეულის გამოწვევა საქართველომ" აგვისტოს ბოლოს "აშტრომს" შეტყობინება გაუგზავნა და აცნობა, რომ განზრახული აქვს მოახდინოს საბანკო გარანტიების კონფისკაცია, რომელიც პროექტის რეალიზაციისათვის იყო წარდგენილი და ასევე მოახდინოს კომპანიის კუთვნილი ტექნიკისა და მოწყობილობების გამოყენება საკუთარი შეხედულებისამებრ.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში გზების რეაბილიტაციის პროექტი, ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და პროექტის მთლიანი ღირებულებაა 203 მილიონ 515 ათასი აშშ დოლარია.
2009 წლის ოქტომბრისთვის კი გაფორმებული კონტრაქტების მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის
პროექტში ასე გამოიყურება; ფარცხისი-გოხნარი (37,1 კმ); გოხნარი-ნარდევანი (34,6 კმ) _ კონტრაქტორი კომპანია `აშტრომ ინტერნეიშენელი~,
ხელშეკრულების ღირებულება 54 მილიონ 659 ათასი აშშ დოლარი.
სათხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი (31,4 კმ) და ახალქალაქი-სულდა (20 კმ).- 33,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; ხერთვისი-ვარძია (დაახლ. 11 კმ) _ 13,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; _ კონტრაქტორი `პაპენბურგ/ბლექ სი გრუპი~.
სულდა-კარწახი-თურქეთის საზღვრის (დაახლ. 16 კმ) გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია _ 8.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; თელეთი-კოდა-ასურეთის (19 კილომეტრიანი მონაკვეთი) _ 15 მილიონ 73 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება; ნარდევანი-სათხე (47,8 კმ) _ ღირებულება 35 მილიონ 194 ათასი აშშ დოლარი; ახალქალაქის შემოვლითი გზა (2,3 კილომეტრი) _ 4 მილიონ 540 972 ათასი აშშ დოლარი; _ კონტრაქტორი აზერინსაათსერვისი~.