ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.