სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში, ღანირის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი შენგელია მაია ქორიძის მიერ გამოთქმული საყვედურის გამო გაბრაზდა და ფიზიკურად გაუსწორდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქემ მაჟორიტარს უთხრა, რომ სოფელში არაფერი გაკეთებულა, რამაც დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია.
ამ დროისთვის, მაია ქორიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.