თერჯოლის გადასახვევთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი კი, 24 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა 6 ნოემბერს მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდები თბილისიდან ზუგდიდში მეგობრის ქორწილში მიდიოდნენ. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.