როდესაც 7 ნოემბერს ეს ადამიანები გამოდიან ასეთი ულტიმატუმებით, ეს არ არის, ნამდვილად, სწორი საქციელი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობამ მოითხოვა, მმართველმა გუნდმა 10 დღის ვადაში შეასრულოს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები.