მთიან ყარაბაღში ამ დილით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთი ჯარისკაცი მოკლეს და რამდენიმე დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური მთიანი ყარაბაღის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა დივერსიულმა-სადაზვერვო ჯგუფმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეღწევა სცადა.
"აღნიშნული ფაქტის შედეგად გაიხსნა ცეცხლი. აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სომხურ პოზიციაზე ერთი მოკლული ჯარისკაცი დატოვეს. მათი ჯგუფის რამდენიმე წევრი კი დაიჭრა. საბოლოო ჯამში აზერბაიჯანული ჯგუფი უკუგდებულ იქნა", _ იუწყება სომხური მხარე.
მათივე ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის მხრიდან აღნიშნული ინციდენტის შედეგად დანაკარგი არაა.
ინციდენტის დეტალები ამჟამად დგინდება. აზერბაიჯანული მხარე აღნიშნულის შესახებ კომენტარს ჯერ ჯერობით არ აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები