საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ იორმუღანლოში „თიბისი ბანკიდან“ TBC PAY-ს აპარატი მოიპარეს.
წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია 1500 ლარამდე ოდენობის თანხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობთ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.