თბილისი-ქუთაისის ავტობანზე, თერჯოლის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიტ, ავტომობილი სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც ბოძს შეეჯახა და გადატრიალდა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.