ზესტაფონში ელექტრო ტექნიკის მაღაზია გაქურდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით დაიწყო.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და დგინდება, რა არის წაღებული მაღაზიიდან.