ქედაში ავტოავარია მოხდა.
თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომანქანა რკინის მილს შეეჯახა.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 10 წლის მოზარდი და ახალგაზრდა ქალი დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.