თბილისის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს.
დაკავებულია 1985 წელს დაბადებული არმენ ავეტესიანი და 1991 წელს დაბადებული სურენ პურტოიანი, რომლებმაც თურქეთის მოქალაქეებს, იოშირ ბოზფინარს და ირფარ არმაღანს დანის მუქარით გასტაცეს ფული, მობილური ტელეფონი და სამკაულები.
ამასთან, გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ჯგუფის მიერ იმავე დღეს დაყაჩაღებულია ოთხი ტაქსის მძღოლი, რომლებსაც ცივი იარაღის მუქარით გასტაცეს ავტომანქანა, მობილური ტელეფონები და ფულადი თანხა. პოლიციის მიერ ამოღებულია ოთხივე ავტომანქანა და დაბრუნებულია ფლობელებისათვის. ასევე ძიების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნულ ყაჩაღობებში მონაწილეობას იღებდა 1987 წელს დაბადებული ერიკ სარქისიანი.
ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო საგამოძიებო ღონისძიებები ეჭვმიტანილის ადგილ სამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს ცალკეულ დანაშაულზე 6 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმეს იძიებს ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველო