ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოავარია მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გარეგანათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 1 ადამიანი.
ექიმების განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში მიყვანილი პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება, დაშავებულს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.