ქედაში, სოფელ დოლოგანში სავარაუდოდ, კარიერის აფეთქების შედეგად ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა.
ქედის მერის, ლევან გორგილაძის განცხადებით, ბავშვი აფეთქების დროს კარიერთან ახლოს იმყოფებოდა. მისივე თქმით, ის ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილისკენ მიემართება.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.