კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს შპს „პსო"-ს დირექტორი გიორგი ლეკიაშვილი, რომელმაც ერთ-ერთ მოქალაქეს 300 ლარის სანაცვლოდ დაუმზადა და გადასცა სამშენებლო მასალის ხარისხის ყალბი შესაბამისობის სერტიფიკატი.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, გ. ლეკიაშვილმა თავისი სამსახურებრივი
ვალდებულებების დარღვევით, არარსებული ცემენტის 60 ტონიან პარტიაზე
შეადგინა ყალბი „ნიმუშის აღების აქტი", რომლის გამოყენების შემდეგ დაამზადა და
გაასაღა ყალბი შესაბამისობის სერტიფიკატი.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
362-ე და 221-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას
შესაბამისად სამ წლამდე და ორიდან ოთხ წლამდე ვადით.