მდინარე ენგურში გადავარდნილი ავტომობილის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე კვლავ უშედეგოდ მიმდინარეობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა, ზაზა გოროზიამ განუცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მერსედერსის მარკის ავტომანქანა მცხეთაშია დარეგისტრირებული, რომელიც შემთხვევის ადგილზე სანომრე ნიშნების პოვნის შემდეგ დადგინდა.
მისივე თქმით, სავარუდოდ ავტომანქანაში ორ ადამიანი იჯდა, რომელთაც მაშველები წყლის დონის აწევის გამო ვერ პოულობენ.
შეგახსენებთ, რომ მერსედერსის მარკის ავტომობილი მდინარე ენგურში სოფელ ხაიშთან ორი დღის წინ გადავარდა.