საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რესპუბლიკური პარტია გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
“პირველ ტურში მე ხმა მივეცი, ისევე როგორც ბევრმა სხვამ ჩვენი პარტიიდან, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და მეორე ტურშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ხელისუფლების წინააღმდეგ და მხარს დავუჭერთ გრიგოლ ვაშაძეს”, – განაცხადა სამნიძემ.
28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაიმართბა მეორე ტური.