საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკვე აქვს უბნების პირველადი შედეგები. სააკაშვილი სოციალურ ქსელში ლაივ ჩართვით საზოგადოებას გამარჯვებას ულოცავს. სააკაშვილი ამბობს, რომ მარნელში მოგებულია 5 უბანი, წყალტუბოში მოგებულია 57-ე უბანი, ჩხოროწყუს მეოცე უბანი, მესამე მასივში მოგებულია პირველი უბანი, დუშეთი 1-2 უბანი მოგებულია, მოგებაა რუსთავში, ვარკეთილის მესამე მიკროში 10-ზე მეტი უბნის დათვლა მთავრდება და ათივეში იგებს ვაშაძე. მოგებულია ავჭალის მეშვიდე უბანი, ვაკეში მოგებულია პირველი უბნები.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ახლა მოგებული უბნებში ხმების დაცვაა საჭირო და საზოგადოებასა სიფხიზლისკენ მოუწოდებს.