„რეალური მიცემული ხმებით გია ვაშაძე არის პრაქტიკულად გამარჯვებული და გადასულია მეორე ტურში“- საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში გამართულ არჩევნებს ეხმაურება და განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ შედეგების გაყალბებას გეგმავს, თუმცა მისი თქმით, ამას საზოგადოება არ დაუშვებს.
სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის 40% ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შედეგია და მეორე ტურში ის აუცილებლად დამარცხდება, რადგან ოპოზიცია ერთიანია. მიხეილ სააკაშვილი ყოფილ თანაგუნდელს და „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს, გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით ბაქრაძეს და „ევროპულ საქართველოს“, ყოჩაღ მართლა ბაქრაძეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება. ეს ნიშნავს რომ შანსი არაა ჩვენი დამარცხების მერე ტურში. მე დარწმუნებული ვარ იგივე ნაბიჯს გადადგამს შალვა ნათელაშვილი.
ხალხმა დაიჯერა, რომ შესაძლებელია ამ მონსტრის, ივანიშვილის დამარცხება. როგორ არ რცხვენიათ რომ აცხადებენ 52 %?“,-აცხადებს სააკაშვილი საკუთარ ვიდეო მიმართვაში.