სოფელ ლახამულაში, მდინარე ენგურში "მერსედესის" მარკის ავტომობილი გადავარდა. სვანეთიდან მომავალ ავტომანქანაში სამი მგზავრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი გარდაიცვალა. ავტომანქანა უკვე ნაპოვნია და მაშველები ამ დრომდე წყლიდან მის ამოყვანას ცდილობენ.
ამ ეტაპზე ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უცნობია.