ჯერჯერობით არ არის მეორე ტურის მონაცემები, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მის საარჩევნო შტაბში განაცხადა.
იქ ზურაბიშვილი შვილებთან ერთად მივიდა.
„მადლობა ყველას, მე მინდა ამომრჩევლებს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს არის დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა, თუმცა ჯერ არ არის ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შეჯერებული შედეგები. ამიტომ დაველოდოთ ღამეს, როცა იქნება ცესკო-ს პირველი მონაცემები. მე მიყვარს სიფრთხილე. ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი. ამომრჩევლების შედეგი იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.