არჩევნებზე ამომრჩეველთა მობილიზებისთვის იმის იდენტიფიცირება, თუ რომელი მხარდამჭერი გამოცხადდა და რომელს მოვუწოდოთ რომ გამოცხადდეს, არის ნორმალური და ლეგიტიმური რამ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა თამარ ჩუგოშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესში ყველა პარტია ერთმანეთთან კონკურენციაშია და ამ პროცესში ამომრჩევლის მობილიზება ყველას სჭირდება, რაც ლეგიტიმური ინტერესია.
"არჩევნებზე ამომრჩეველთა მობილიზებისთვის იმის იდენტიფიცირება, თუ რომელი მხარდამჭერი გამოცხადდა და რომელს მოვუწოდოთ რომ გამოცხადდეს, არის ნორმალური და ლეგიტიმური რამ. ამას საარჩევნოდ ყველა პოლიტიკური ძალა აკეთებს და ამაში უკანონო არაფერია. მოვისმინე საარჩევნო დამკვირვებლების განცხადება, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეს უკანონო ქმედება არ არის. შესაბამისად, ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.