ორთაჭალაში, თვალის კლინიკაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი დღეს დილით გაჩნდა, რის შედეგადაც კლინიკის შეკიდული ჭერის 30 კვ.მ დაიწვა.
ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული და მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, უსაფრთხოების მიზნით კლინიკიდან პაციენტების და მედპერსონალის ევაკუირება მაინც მოხდა.