დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზიმ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი არჩევანი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააკეთოს.
„მოხარული ვარ, რომ მე და ჩემი კოლეგები ამ მშვენიერ დღეს ვიმყოფებით გორში. სხვადასხვა მისიით ჩვენი ქვეყნების არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი იმყოფება საქართველოში და მივესალმებით ამ ფაქტს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, გორში, საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით ოთხი ქვეყნის - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების და ავსტრალიის საელჩოების პირველი პირები და წარმომადგენლები იმყოფებიან.