მასობრივად ხდება ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან დაკარგვა, გაქრობა, აორთქლება, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გარეთ მდგომი მათი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებთანმასიურად ართმევენ ბიულეტენებს ადამიანებს, რომლებიც ე.წ. კარუსელისთვის ემზადებიან.
მისივე თქმით, ფიქსირდება ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებიც.
„მასიურად ხდება საარჩევნო ობიექტებზე მოსყიდვების დაფიქსირება. ჩვენ გვაქვს დოკუმენტური მასალა იმ რვეულების, ჟურნალების, სიების, რომელსაც ფაქტობრივად ვართმევთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე და სადაც მითითებულია კონკრეტული თანხები. ეს ხდება აბსოლუტურად ყველგან. მანქანებში არიან ეს ადამიანები მობილიზებულები და ასე ყიდულობენ ხმებს. ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაული. საპატრულო პოლიციისგან მოვითხოვთ, რომ როცა ჩვენი წარმომადგენლები გირეკავენ, მიბრძანდებით იქ და ამაზე მოახდინეთ რეაგირება", - განაცხადა ვაშაძემ.