მჯერა, რომ ეს არჩევნები ჩაივლის ძალიან მშვიდად, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი ვაკის საარჩევნო ოლქის მე-11 უბანზე გააკეთა.
მისი თქმით, მან ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას მისცა, რაც მისი შეფასებით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი საქართველოსა და მომავალი თაობისთვის.
მან ოპოზიცია წინასაარჩევნო პროცესში დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმაში დაადანაშაულა.
„ვფიქრობ, ზოგადად ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა დესტრუქციის შემოტანის საარჩევნო პროცესში, მაგრამ მათი ეს მცდელობა, ვფიქრობ, აღმოჩნდა წარუმატებელი და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.
მჯერა, რომ ეს არჩევნები ჩაივლის ძალიან მშვიდად”,- განუცხადა ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.