"ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დარღვევა მოხდა საზღვარგარეთ, კერძოდ, სალონიკში, სადაც საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ კანდიდატურა მოხსნა.
ნადირაშვილის განცხადებით, ფაქტზე ცესკო-მ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები.
"ეს მოხდა სალონიკში 37-ე უბანზე, სადაც ამ უბნის თავმჯდომარემ ქეთევან გონგაძემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ მოხსნა კანდიდატურა და სადემონატრაციო ოქმში გადახაზა მისი კანდიდატურა. ჩვენ ვთვლით, რომ ცესკომ სასწრაფოს უნდა მიიღოს ზომები ამ საკითხზე, ასევე ვთვლით, რომ ქეთევან გონგაძე უნდა ჩამოშორდეს საარჩევნო პროცესს",- განაცხადა ნადირაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა. ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.