პირველ რიგში, მამუკა მდინარაძემ ყველაზე უკეთ იცის, რადგან იურისტია, რომ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა არ არის კანონდარღვევა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც მამუკა მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის 66-ე მუხლით არის გარანტირებული და თავად გადაწყვეტს ყველა წილისყრაში მიიღოს მონაწილეობა თუ არ მიიღოს.
„მინდა, გამოვეხმაურო „ქართულ ოცნებას", მამუკა მდინარაძეს და ასევე ირაკლი კობახიძის გუშინდელ პანიკურ განცხადებებს. ნუ აშინებენ ხალხს, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს. პირველ რიგში, მამუკა მდინარაძემ ყველაზე უკეთ იცის, რადგან იურისტია, რომ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა არ არის კანონდარღვევა. საარჩევნო კოდექსის 66-ე მუხლით არის გარანტირებული და თავად გადაწყვეტს ყველა წილისყრაში მიიღოს მონაწილეობა თუ არ მიიღოს. ასევე, მან უნდა იცოდეს მშვენივრად, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით, აგიტაცია აკრძალულია მხოლოდ უბნების შიგნით. ამიტომ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას", ნუ აშინებენ ხალხს, ნუ ქმნიან რაღაც ხელოვნურ აჟიოტაჟს. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ყველანი მივიდნენ არჩევნებზე. ყველაფერი ჩაივლის მშვიდად და საქართველოს ეყოლება ის პრეზიდენტი, რომელსაც გადაწყვეტთ თქვენ და არა ვინმე სხვა", - განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა.ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.