ქობულეთში, უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლიდან 87 წლის ცისანა მორჩილაძე და მისი შვილი მაშველებმა სპეცტექნიკით გამოიყვანეს. ისინი დატბორილი სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
ადგილზე სამშველო სამსახურის თანამშრომლები და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ.
ამ დრომდე ქობულეთის ცალკეული ქუჩები დატბორილია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.